ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემის „ერთი ერთზე“ ანონსიდან ირკვევა, რომ მაყურებელს ბევრი სახალისო ეპიზოდი ელის.
კადრში ჩანს, რომ დიასა სალომე კაპანაძეს რომანტიკულ სიურპრიზს უწყობს.
ერთად არიან თუ არა ყოფილი „პრაიმ ჰაუსელები“, ამას მაყურებელი „რუსთავი 2-ის“ ეთერში 17 ოქტომბერს, 23:00 საათზე იხილავს.
ცნობისთვის, გიორგი დიასამიძე გადაცემა „პრაიმჰაუს all star-ის“ გამარჯვებულია.