ცნობილი უკრაინელი ძაღლი სახელად „პატრონი“ უკრაინელი პიროტექნიკოსების დახმარებას განაგრძობს. ტელეგრამ არხზე ვრცელდება ვიდეო, საიდანაც ირკვევა, რომ ძაღლმა სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჩერნიგოვის პიროტექნიკოსებთან ერთად 262 ასაფეთქებელი ობიექტი გაანადგურა.
