ლაშა გაბიტაშვილი აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ.
ამის შესახებ გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს.
როგორც გაბიტაშვილი აღნიშნავს, მას სამი ნიღბიანი ადამიანი დაესხა თავს.
„ვერავის ვერ შეაშინებთ, ვერავის საერთოდ. დრო არის, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და ხალხი, ვინც ციხეშია გამოუშვან…
მცემენ, მიმარტყამენ, მომარტყამენ, ვის უნდა შეეშინდეს? ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ,“ – აღნიშნავს გაბიტაშვილი.