LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან, ძალიან კარგი ადამიანი შეხვდა ირინკას ცხოვრებაში“ – როგორი რეაქცია ჰქონდა ირაკლი კავსაძეს, როდესაც მისმა ქალიშვილმა გაუმხილა, რომ შეყვარებული იყო

1521
ირაკლი კავსაძე

ირაკლი კავსაძემ შვილის, ირინკა კავსაძის შესახებ ისაუბრა.

ირაკლიმ მოჰყვა, თუ რა რეაქცია ჰქონდა, რაც ქალიშვილმა გაუმხილა, რომ შეყვარებული იყო.

როგორც ირაკლი კავსაძემ აღნიშნა, ირინკას ცხოვრებაში გიორგი ტაბიძის სახით, ძალიან კარგი ადამიანი შეხვდა, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია.

„როცა ირინკა საქართველოსკენ წამოვიდა, უფრო აქეთ იყო, მაგ პერიოდში გაიცნეს ერთმანეთი.

მერე გამიმხილა..გამიხარდა. ირინკა უკვე იმ ასაკში შევიდა, რომ ეს აუცილებელი იყო.

ირინკა ძალიან გაწონასწორებული იყო ამ საკითხში. ცუდი გოგო ნამდვილად არ არის და სულ მარტო დადიოდა. ჩემთვისაც მიკვირდა ხოლმე, ვფიქრობდი, რამე ხომ არ აწუხებს ან რამე ხომ არ ჰქონდა თავში ჩადებული, რომ აი მე არავისთან არ ვიურთიერთებ.

ასეთებიც ხდება, მაგრამ აი გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გაუღო გულის კარი, მან მიიღო და რაღაც ურთიერთგაგება მოხდა მათ შორის.

არაჩვეულებრივი წყვილია, ძალიან კარგი ადამიანი შეხვდა მას ცხოვრებაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ – აღნიშნა ირაკლი კავსაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g