თბილისობა 2024-ზე თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა. ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერის მეუღლე, ანუკი არეშიძეც დაესწრო.
ანუკი არეშიძის ფან გვერდმა ცერემონიიდან კადრები გააზიარა.
ვიდეომ უამრავი დადებითი კომენტარი დაიმსახურა.
„რა ლამაზია“, „ძალიან ლამაზი და დახვეწილია“, – ვკითხულობთ ვიდეოს კომენტარებში.
თბილისის საპატიო მოქალაქეების რიცხვს შეემატნენ: ზურაბ კახაბრიშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სპორტსმენი; მერაბ კილაძე – ქირურგი; გიორგი ჭუმბურიძე – ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი; დიმიტრი ბეზარაშვილი – ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გიზო გაბესკირია – რეჟისორი; გვანჯი მანია – გეოგრაფი, მეცნიერი, ჟურნალისტი; ბიძინა სონღულაშვილი – ინჟინერი, მეტროს მუშაკი; ნათელა ვასაძე – პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გელა ფარჩუკიძე – მუსიკოსი, დირიჟორი, პედაგოგი; ნელი სალაძე – მწვრთნელი, სპორტსმენი; მზია აფრიდონიძე – მუსიკოსი, მხატვარი; გურამ ბათიაშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი; კახა ქორიძე – არქიტექტორი, მსახიობი; გოგი მარგველაშვილი – რეჟისორი, პროფესორი; თამაზ გოდერძიშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი; ნელი კობიაშვილი – ჟურნალისტი, მწერალი; გივი სიხარულიძე – მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი; ვახტანგ ცუხიშვილი – არქიტექტორი; ზურაბ ყიფშიძე – მსახიობი; გურამ კალანდაძე – გეოლოგი; ნელი ბერაია – მხატვარი, ჟურნალისტი; თენგიზ გაჩეჩილაძე – პედაგოგი, ჟურნალისტი; თეიმურაზ ლეჟავა – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ოლესია თავაძე – მხატვარი; ვილი სანიოლი – ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.