LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან მიხარია, რომ ასეთი გულშემატკივარი გვყავხართ, აუცილებლად მოვალ, რათა პირადად გაგიცნოთ და ერთად ვიზეიმოთ, გელოდებით გერმანიაში“ – გიორგი ქოჩორაშვილის ემოციური მიმართვა რობი პაპას

157
გიორგი ქოჩორაშვილი

26 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვების შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან საზოგადოებამ ფეხბურთის ძალიან ბევრი გულშემატკივარი გაიცნო.

ფეხბურთისა და ეროვნული ნაკრების გამორჩეული ქომაგია რობი პაპა კახეთიდან, რომელსაც ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა საკუთარი მაისური აჩუქა.

ვიდეო: ,,უსაყვარლესია, როგორი ემოციებით არის” – გიორგი ქოჩორაშვილის მოულოდნელი საჩუქარი კახელ რობი პაპას და მის შვილიშვილს

ამჯერად, რობი პაპას შვილიშვილი სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ აქვეყნებს ვიდეოგზავნილს, რომლითაც გიორგი ქოჩორაშვილი მას მიმართავს და აღნიშნავს, რომ რობი პაპას გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების თამაშზე ელოდება:

„გამარჯობა პაპა, თქვენს ვიდეოებს ვუყურე და ვიცი, როგორ გულით გვგულშემატკივრობთ. ძალიან მიხარია, რომ თქვენი სახით ასეთი გულშემატკივარი გვყავს, თან კახეთის რეგიონიდან. ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენც, როგორც ჩემს პაპას, რობიზონი გქვიათ.

მინდა, ეს მაისური გადმოგცეთ და იმედია, ან გერმანიაში, ან საქართველოში როდესაც ჩამოვალ, აუცილებლად მოვალ, რათა ხელი მოგიწეროთ, პირადად გაგიცნოთ და ის სიხარული, რომელიც მთელმა საქართველომ იზეიმა, ერთად ვიზეიმოთ, გკოცნით, გეხვევით და გელოდებით გერმანიაში“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი ვიდეომიმართვაში.

ცნობისათვის, მამუკა ხაზარაძის დახმარებით, რობი პაპა გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თამაშს დაესწრება.

ქიზიყელ პაპას ოცნება აუხდება და გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე შეძლებს დასწრებას | მამუკა ხაზარაძის საჩუქარი მოხუცს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები