LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან რთულია, ვიღაცას თითის აწევით ელაპარაკო, შენი შვილი რატომ არის მსუქანიო. წამოდი, იცხოვრე სოფელში. არ არსებობს, სოფელში ჩამოსული სტუმარი სამი დღით ჩამოვიდეს და არ მოიმატოს…“ – ბარბარა სამხარაძე წონის კონტროლზე

243
ბარბარა სამხარაძე

ბარბარა სამხარაძე კოტე მათითაშვილის „კოტკასტში“ საუბრობს, რატომ არის წარმოუდგენელი სოფელში ცხოვრებისას წონის და მადის კონტროლი.

ბარბარა სამხარაძე:

„სოფელში ჭამ ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ. როცა დილით გადიან სამუშაოდ, ოჯახის დილა ექვსზე იწყება, ჩემი ოჯახის 4-ზე, ზაფხულში, შვიდზე – ზამთარში. საჭმელს არ ჭამ, მიდიხარ, მუშაობ, მოდიხარ და ჭამ სახლში. ნაყროვანებას არც კიტრი გაძლევს, არც პომიდორი, არაფერი გაძლევს, გარდა პურისა. აქედან იწყება პრობლემები. ნაყროვანება არ მოდის პურის გარეშე. შენ სულ არ გაინტერესებს, რამდენი კალორია უნდა მიიღო, იმხელა ენერგიას ხარჯავ. სამუშაო ტანსაცმელი სხვა არის, მეორედ ვერ ჩაიცვამ, რადგან გასაწური ხდება. ძალიან რთულია, ვიღაცას თითის აწევით ელაპარაკო, შენი შვილი რატომ არის მსუქანიო. წამოდი, იცხოვრე სოფელში. არ არსებობს, სოფელში ჩამოსული სტუმარი სამი დღით ჩამოვიდეს და არ მოიმატოს. ჰაერი კი არ გამატებინებს, სხვანაირად გეხსნება მადა და სხვანაირად უხარია გულს იქ ყოფნა. აქაც რომ ჩამომაქვს ბოსტნეული თუ მწვანილი, სხვანაირი გემო აქვს. სოფელში ქალაქური რეჟიმით ცხოვრება წარმოუდგენელია. დარბაზში დავდიოდი და იქ ისეთი გაოფლიანებული ადამიანი არ მინახავს, როგორიც სოფელში, ბარვის დროს შეიძლება იყოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g