LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძლიერმა ფიზიკურმა ქიმიამ ვერ გადაფარა აფლეკის თვითდამანგრეველი ქცევები“ – გვინეტ პელტროუმ კვლავ ბენ აფლეკზე ისაუბრა

317
page

მსახიობმა, გვინეტ პელტროუმ ეიმი პოელერის პოდკასტში კვლავ წარსულ სასიყვარულო პარტნიორებზე ისაუბრა.

53 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა გადაცემაში საუბრისას ახსენა ფილმი, „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“. პელტროუმ აღნიშნა, რომ იმ დროს ხვდებოდა ერთ-ერთ ადამიანს, რომელმაც ეს ფილმი შექმნა და მასშიც მონაწილეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბენ აფლეკის სახელი მას პირდაპირ არ უხსენებია, პოდკასტის წამყვანმა ხუმრობით მიანიშნა, რომ ყველასთვის გასაგები იყო, ვისზეს ის საუბრობდა და დაამატა, რომ აფლეკი ამ ფილმში შესანიშნავი იყო.

პელტროუ ამ შეფასებას დაეთანხმა და განაცხადა, რომ ეს კინოსურათი მისი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია და მას „სრულყოფილ ნამუშევრად“ მიიჩნევს.

ცნობისთვის, გვინეტ პელტროუ და ბენ აფლეკი ერთად 1997- 2000 წლებში იყვნენ. ამ პერიოდში მათ ერთად ითამაშეს ფილმებში „შეყვარებული შექსპირი“ (1998), რომელმაც პელტროუს „ოსკარი“ მოუტანა და ასევე რომანტიკულ კომედიაში, „სხვისი ბილეთი“ (2000).

მსახიობის 2025 წელს გამოსულ ბიოგრაფიაში, რომელიც ემი ოდელმა დაწერა, ვრცლად არის განხილული მათი ურთიერთობის დასრულების მიზეზები. წიგნში აღნიშნულია, რომ წყვილის ძლიერმა ფიზიკურმა ქიმიამ ვერ გადაფარა აფლეკის თვითდამანგრეველი ქცევები, რაც შესაძლოა ღალატსაც მოიცავდა.

„ექსების კლუბი“ – ჯეი ლო, ჯენიფერ გარნერი და გვინეტ პელტროუ დამეგობრდნენ

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მსახიობი წარსულ კავშირებს იხსენებს. ორი წლის წინ მან ბრედ პიტი და ბენ აფლეკი ერთმანეთს შეადარა და პიკანტური დეტალებიც გაასაჯაროვა.

რომელია საწოლში „ღმერთი“ და რომელს შეუძლია ღვთაებრივი კოცნა – გვინეტ პელტროუ ბრედ პიტსა და ბენ აფლეკს ერთმანეთს ადარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები