უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს.
“გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ძმებო! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!” – წერს გენერალი ვალერი ზალუჟნი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მისალოც პოსტს საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს და თან ვიდეოს ურთავს.
დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიულოცა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმაც.