LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ეკა ჩხეიძე მედეა ჩახავაზე: „სულ ვეხვეწებოდი, რაღაც საიდუმლო გაქვს, მითხარი-მეთქი…“

604
ეკა ჩხეიძე

ეკა ჩხეიძე ბებიის, მსახიობ მედეა ჩახავას შესახებ „შუადღის“ ეთერში საუბრობს:

ეკა ჩხეიძე:

„დღეს იმდენი საშუალებაა, რაც არ მოგწონს, ერთ კვირაში სხვანაირი იქნები. მაშინ უფრო ბუნებრიობა იყო… მისგან ვიცი, რომ შინაგანი სილამაზეა მთავარი. როცა განწყობა გაქვს, როცა კარგ ხასიათზე ხარ, ყველაფერი უფრო გიხდება. თუ სტრესში ხარ და ცუდი პერიოდი გაქვს, რაც უნდა ჩაიცვა, თვალი ჩაქრება და მორჩა, არაფერი გიხდება…

არ ამბობდა, როგორ უვლიდა თავს… სულ ვეხვეწებოდი, რაღაც საიდუმლო გაქვს, მითხარი-მეთქი… ბავშვის კრემს ე და ა ვიტამინს ვამატებ და ამას ვისვამ…

სულ უნდოდა, კარგ ხასიათზე ყოფილიყო. თმა თუ ჰქონდა შესაღები და მოუწესრიგებელი, ბრჭვიალა ჩალმას წაიკრავდა და უკვე ლამაზი იყო… ყოველთვის უნდოდა, ფორმაში ყოფილიყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g