1000–ძალის ელექტროსედანის პროტოტიპი Lucid Air დაუმუხტავად სან–ფრანციკოსდან ლოს–ანჯელესამდე ჩავიდა. მარშრუტის დიდი ნაწილი ჩქაროსნული მაგისტრალები იყო და ავტომბოილი 100 კმ/სთ ან ცოტა მეტი სიჩქარით გადაადგილდებოდა. საწყისიდან საბოლოო წერტიდალმდე მანძილი 640 კილომეტრს შეადგენს.
ლეგენდის მიხედვით, Lucid Motors–ის თანამსრომლებმა ბეტა–პროტოტიპი აიღეს და ბევერლი–ჰილზისკენ გაეშურნენ. თავიდან ისინი სანაპიროსთან დმებარე მაგისტრალზე გადაადგილდებოდნენ, შემდეგ კი სანტა–მონიკას გარეუბანში მოხვდნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთელი მოგზაურობის განმალვობაში მოდელი დასაწყისში, მხოლოდ ერთხელ დამუხტეს.
კომპანია მსგავსი შედეგით ძალიან ამაყობს და ყველაფერს „სვლის მარაგის სწორად დაზოგვით“ ხსნის. ახალი კონცეფციის აზრი ისაა, რომ გარკვუელი გარბენის მიღწევა არა ელემენტის სიძლიერის გაზრდით, არამედ ენერგიის გამოყენების ოპტიმიზაციით მიიღწევა.
