LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ემიგრაცია ძალიან რთულია, მით უმეტეს ოჯახის გარეშე, მეუღლე და შვილები დავტოვე, მაგრამ ძალიან დიდი ხელშეწყობა მაქვს მათგან, იციან რომ „მამა ამას შეძლებს“ – ვახო ბიჭიკაშვილის გულახდილი ინტერვიუ აშშ-დან

822
ვახო ბიჭკაშვილი

ვახო ბიჭიკაშვილი გადაცემის „ნიუ-იორკში თამიასთან“ სტუმარი იყო.

ვახომ გადაცემაში თავის ამერიკულ ცხოვრებაზე ისაუბრა.

ცნობილი ტელესახე ამერიკაში უკვე 2 წელია ცხოვრობს და მოღვაწეობს.

ვახოს თქმით, მას ყველაზე მეტად შვილებთან განშორება უჭირს, თუმცა დისტანციის მიუხედავად, ოჯახი ყველანაირად ხელს უწყობს.

„ოჯახი დავტოვე, მეუღლე და ჩემი შვილები. ძალიან დიდი ხელშეწყობა მაქვს მათგან, რომ მე აქ მყარად ვიყო და მყარად დავაბიჯებდე. იცით, რომ ემიგრაცია ძალიან რთულია, მით უმეტეს ოჯახის გარეშე, თან მე მიწებებული ოჯახის წევრი ვიყავი, მიუხედავად უდროობისა მაინც ვნახულობდი დროს, რომ მაქსიმალურად გამეტარებინა დრო ბავშვებთან.

ამიტომ, ამ სიცარიელეს ვავსებთ მათი გვერდით დგომით, იციან რომ „მამა ამას შეძლებს“. იმიტომ, რომ მამა ყოველთვის აკეთებს რაღაც ისეთს..სულ ფრონტზე ვარ, სულ ბრძოლის ველზე ვარ, გამარჯვებული ვბრუნდები და ეს გამარჯვება ბოლოს ყველას მოგვწონს,“ – აღნიშნა ვახომ.

ვახომ ასევე თქვა, რომ ამჯერად ის სწავლობს, რათა ინგლისურ ენას სრულყოფილ დონეზე დაეუფლოს. შემდეგ კი მას ბევრი გეგმა აქვს.

„ოცნებების ასრულების დასაწყისის დასაწყისი მაქვს აქ,“ – აღნიშნავს ცნობილი ტელესახე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g