LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ემინემმა ახალი დისკის გამოსვლის თარიღი შემაძრწუნებელი ვიდეოთი დააანონსა

144
eminem-death-of-slim-shady-tgh

ემინემის მომავალი მუსიკალური პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია. ამერიკელმა რეპერმა ამის შესახებ გულშემატკივრებს, შემაძრწუნებელი ვიდეოთი ამცნო.

ცნობილი გახდა, რომ საკულტო რეპერის მე-12 სტუდიური ალბომი – The Death of Slim Shady (Coup de Grâce) დღის სინათლეს 12 ივლისს იხილავს.

აღსანიშნავია, რომ ფირფიტის რელიზამდე, 51 წლის ჰიპ ჰოპ შემსრულებელი, ლონგფლეის მეორე სინგლს – Tobey წარადგენს. სიმღერა, რომელიც ბიგ შონთან და ბეიბიტრონთან კოლაბორაციაა 2, ხოლო მისი კლიპი, 5 ივლისს გამოვა.

შეგახსენებთ, რომ კრებულის მთავარი ჩანაწერია – Houdini, რომლის პრემიერა 31 მაისს შედგა.

სტივ მილერი ემინემის ახალ სიმღერაში მისი საკულტო ჰიტის სემპლის გამოყენებას გამოეხმაურა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები