ცნობილი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ახლახან თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. გარდა ამისა, მის ცხოვრებაში უდიდესი სიახლე მოხდა – მას რჩეულმა თემურ ნოზაძემ იქვე სთხოვა ხელი.
ახლახან „იუთუბზე“ გავრცელდა კადრები ეთერისა და თემურის ნიშნობიდან.
„ჩვენ ჩემპიონები ვართ“, ტორტი წყვილმა „ქუინის“ ამ შესანიშნავი სიმღერის ფონზე გაჭრა.