შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი იუბილარია. ევა ბარბაქაძეს ახლახან 24 წელი შეუსრულდა. ბედნიერმა დედამ შვილს დაბადების დღეს ემოციურად მიულოცა: „24 წლის გახდა ეს ლამაზი გოგო. გილოცავ, მიხარია რომ გაჩნდი ამ ქვეყანაზე“, – დაწერა შორენამ.
„დღეს ევას დღეა“, წერს შორენას ქალიშვილი და გვიზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ აღნიშნავს დაბადების დღეს. მან დაბადების დღე პარიზში იზეიმა.
მანამდე ევამ გაგვიზიარა ვიდეო, სადაც ის თავის მეორე ნახევართან ერთად არის გადაღებული.
