LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ევა შანავა: „ქართველი მამაკაცის ეგო ისეა მოწყობილი, რომ ჩემთან გრძელვადიან ურთიერთობაში ვერ შემოვა…“

285
ევა შანავა

მომღერალი ევა შანავა „ღამის პრაიმ ტაიმში“ საუბრობს, თუ რატომ უშლის ხელს ურთიერთობებს ქართველი მამაკაცის ეგო:

„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ქართველი მამაკაცის ეგო ისეა მოწყობილი, რომ ჩემთან გრძელვადიან ურთიერთობაში ვერ შემოვა.

რატომ ვერ თხოვდებიან 40 წლის შემდეგ ქალები? ამ საუკუნეში ისე ვვითარდებით, ქალის ფუნქცია 100%-იანია. მე მყავს შვილი, რომელსაც ვაძლევ ყველაფერს, რაც სჭირდება, კაციც ვარ და ქალიც, ორივეს ფუნქციას ვითავსებ. რანაირად არის პატრონი მამაკაცი, როდესაც ქალი აკეთებს მამაკაცისთვის ყველაფერს? დამაკლდა მამაკაცისგან შეგნებული ნაბიჯები, რაც ვერ მივიღე და თავად ვისწავლე… მე ვარ კარიერისტი და მიყვარს ჩემი საქმე. არ მინდა, ამ საქმეში ვიღაცამ ცხვირი ჩაყოს, თუნდაც ჩემმა მეუღლემ… ყველა ურთიერთობა მიდის ერთი და იგივე პრობლემამდე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g