LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ფეხბურთის თამაში თოვლზე და ევროპული ქალაქი, სადაც მზე საერთოდ არ ამოდის – ქალაქზე ტრომსეში მცხოვრები ქართველი ბიჭი გვიყვება

242
271781438-3178656975697620-5720209726660108249-n

ქალაქი, სადაც ზამთარში მზე საერთოდ არ ამოდის და ბავშვები ფეხბურთს არც მეტი, არც ნაკლები თოვლზე თამაშობენ – ეს ტრომსეა (ტრომსო), რომელიც ნორვეგიის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ერთიანი ლაპლანდიის ნაწილია და მოსახლეობის უმრავლესობას საამები წარმოადგენენ.

ტრომსეს შესახებ მოგზაურებს თაზო ჭიოკაძე უყვება, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობს. ჭიოკაძე ვიდეორგოლს გვიზიარებს, სადაც ტრომსეს ერთი ჩვეულებრივი, დღეა აღწერილი.

როგორც თაზო ჭიოკაძე ამბობს, ტრომსე არის პატარა ქალაქი, სადაც 70 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ზამთარში აქ მზე საერთოდ არ ამოდის, შუადღის 14:00 საათზე კი უკვე ღამეა. რაც შეეხება ზაფხულს, ყველაფერი პირიქითაა და მუდმივად პოლარული დღეა, ანუ 24 საათის განმავლობაში არის სულ სინათლე. სხვათა შორის, ტრომსეში ყველა სახლს დიდი ფანჯრები აქვს, რათა სინათლემ რამენაირად შეაღწიოს ადგილობრივი მოსახლეობის ბინებში.

რაც შეეხება ტრომსეს ტურისტულ შესაძლებლობებს, ქალაქში სულ რამდენიმე ტურისტული ქუჩაა და აქ სანახავი ბევრი არაფერია. ძირითადი მიზეზი, რის გამოც მოგზაურები ტრომსეში ჩამოდიან – ჩრდილოეთის ციალია, მისი ნახვა ამ პატარა ნორვეგიულ ქალაქში, თითქმის, ყოველდღეა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g