LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Fiat-ის ორმა მოდელმა კრაშ-ტესტი ვერ გაიარა

37
crashtestfiat

დამოუკიდებელი ორგანიზაციის Latin NCAP სპეციალისტებმა კრაშ-ტესტების მორიგი სერია ჩაატარეს და ამჯერად Fiat Argo-ს და Cronos-ს უსაფრთხოება შეამოწმეს. ჰეტჩბეკი და სედანი ლათინოამერიკულ ბაზარზე 2017 წლიდან იყიდება და აღმოჩნდა რომ ორივე მათგანი ძალიან საშიშია და დაცულობის თვალსაზრისით 0-0 ქულას იმსახურებს.

ექსპერტებმა კრაშ-ტესტის ფარგლებში კონსტრუქციის სიმძლავრე საქარე და გვერდითი დაჯახების დროს შეამოწმეს. გარდა ამისა, შეისწავლეს მგზავრთა შესაძლო დაზიანებები და ისიც, თუ რამდენად დაცულია ქვეითი ასეთი დაჯახების დროს. შედეგად ორივე მოდელმა დაჯახების დროს სერიოზული დეფორმაცია განიცადა, მგზავრთა დაცულობის მაჩვენებელიც ძალიან ცუდი იყო.

ორივე მოდელის საბაზისო კომპლექტაციაში არ არის ავტომატური და ექსტრემალური დამუხრუჭების სისტემა. სხვა უსაფრთხოების სისტემები კი უბრალოდ არ მუშაობს. ქვეითის დაცულობის კუთხით, ორივე მოდელს ზედმეტად დაბალი მაჩვენებელი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g