ნინო ჩხეიძე „მადისაღმძვრელი პოდკასტის“ ეთერში იმყოფებოდა.
მომღერალმა არაერთ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, გოგონებს მიმართა და რჩევაც გაუზიარა.
„გოგოებს ვურჩევდი განსაკუთრებით, რომ როდესაც რაიმე არ მოგწონთ, როდესაც გული და ინტუიცია რაღაცას გიკარნახებთ, არასდროს თვალი არ დახუჭოთ იმაზე, ყოველთვის მართალი ხართ რასაც გული გიგრძნობთ და ინტუიცია გკარნახობთ. არასდროს არ დაუშვათ ის შეცდომა, რომ გამოსწორდება ან მე მეჩვენება, ან მერე ყველაფერი კარგად იქნება – არა, უნდა იპოვო შენი ადამიანი. რომ შეხედავ ადამიანს უნდა იცოდეს შენ რა გინდა, რა გაბედნიერებს და როგორ გაგხადოს ბედნიერი. ფინანსები არაფერ შუაში არ არის საერთოდ, შეიძლება ადამიანმა ერთი ჭიქა წყალი მოგაწოდოს და იყო უბედნიერესი. უნდა ზრუნავდეს ადამიანი შენზე და უნდა უყვარდე,“ – აღნიშნა ნინო ჩხეიძემ.
