LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ფორმულა –1–ის გუნდმა ნიდერლანდებში ექსკურსია მოაწყო

57
formula1newsss

ფორმულა–1–ის გუნდმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ცნობილი პილოტები – მაქს ფერსტაპენი და ალექს ალბონი ნიდერლანდების ისტორიულ ადგილებს აკითხავენ და ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ. ვიდეო კორონავირუსამდეა გადაღებული, მანამ სანამ ყველა ჩემპიონატი გაუქმდებოდა.

ექსპურსიის დროს პილოტებმა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ადგილი მოინახულეს, მათ შორის ყვავილების პლანტაციებიც კი. გარდა ამისა, მათ სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში გაიარეს და ქვეყნის მთავარი სიმბოლო – ქარის წისქვილებიც არ დავიწყებიათ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო ავსტრალიისა და მონაკოს გრან–პრი გაუქმდა. ფორმულა 1–ის ჩემპიონატის დაწყების სავარაუდო თარიღად ივლისი მოიაზრება, თუმცა დაზუსტებით ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები