LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გაიცანით 17 Volkswagen Golf–ის პატრონი

72
volwsvagengolf2012

YouTube–არხზე „Deutsche Auto Parts“ გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ბლოგერები სტივ სმიტს, Volkswagen Golf–ის დიდ გულშემატკივარს ეცნობიან. მამაკაცი კომპაქტურ ჰეტჩბეკებს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში აგროვებდა. ამჟამად მას 17 ცალი „გოლფი“ ყავს და მათგან ერთი ნამდვილად უნიკალურია.

სტივ სმიტმა საყვარელი მოდელის ავტომობილების შეგროვება ძმასთან ერთად გერმანიაში დაიწყო. შემდეგ ძმები საცხოვრებლად აშშ–ში გადავიდნენ და მთელი კოლექცია თან წაიღეს, ახალ–ახალ ეგზემპლარებსაც ხშირად ამატებდნენ.

ამჟამად სტივის კოლექცია პირველი თაობის Golf GTI–ის 6 ეგზემპლარს მოიცავს. მოდელი, რომელიც გერმანული ბრენდისთვის საკულტოდ იქცა, 1976–1983 წლებში გამოდიოდა.

თუმცა, ძმების კოლექციის ბრილიანტს წარმოადგენს ჰეტჩბეკის უნიკალური სარბოლო მოდიფიკაცია. Golf Rallye 1988–დან 1990 წლამდე გამოდიოდა. მთლიანობაში გერმანულმა კონცერნმა 5000 ეგზემპლარის აწყობა მოასწრო და მათგან აშშ–ში მხოლოდ 15 მოდელია იმპორტირებული.

სტივის ჰეტჩბეკი 1,8 ლიტრის მოცულობის ბენზინის ძრავითაა უზრუნველყოფილი და აგრეგატს 160 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ძრავი მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და პირველ „ასეულამდე“ აჩქარება მანქანას 8,6 წამში შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ძმები ინჟინერ–მექანიკოსები არიან და როგორც წესი, ნაყიდ ავტომობილებს თავად არემონტებენ. მათი ოცნებაა რომ მთელი კოლექცია იდეალურ მდგომარეობამდე აღადგინონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g