LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გაიცანით უკვე გაზრდილი, ძალიან ყოჩაღი და მებრძოლი ნიცა, რომელიც დაბადებისას მხოლოდ 500 გრამს იწონიდა“ – „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“

1087
ნიცა

რამდენიმე თვის წინ, მრავალპროფილურმა სამედიცინო ცენტრმა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ საზოგადოებას გაუზიარა ინფორმაცია პატარა გოგონას – ნიცას შესახებ, რომელიც დაბადებისას 500 გრამს იწონიდა.

„ნიცა დაბადებისას 500 გრამს იწონიდა, დღეს კი სახლში მიდის – ჯანმრთელი, ფუმფულა და ღიმილიანი გოგო ძამიკოსთან ერთად შეხვდება პირველ ახალ წელს!“ – „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“

ახლახან, სამედიცინო ცენტრმა გამოაქვეყნა ნიცას ახალი ვიდეო, რომელიც „პინეოს სამედიცინო ეკოსისტემა“ გოგონას დედამ გაუზიარა.

„გახსოვთ ჩვენი ნიცა, რომელიც დაბადებისას მხოლოდ 500 გრამს იწონიდა?

დღეს მისმა დედიკომ ახალი ვიდეო გაგვიზიარა – გაიცანით უკვე გაზრდილი, ძალიან ყოჩაღი, მებრძოლი და ძლიერი გოგო ნიცა“, – წერს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g