LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გამოიყენეთ თქვენი გავლენები, მისი დაკავება ტერორიზმის გამოვლინებაა“ – პრორუსი ოლიგარქის, მედვედჩუკის მეუღლე ერდოღანს მიმართავს

216
Untitled design (1)

უკრაინის ღალატში ეჭვმიტანილი ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლე, ოქსანა მარჩენკო თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართავს.

მისი თქმით, მის მეუღლეს არაფერი დაუშავებია და ის უბრალოდ, პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

„12 აპრილს ჩემი მეუღლე უკანონოდ დააკავეს პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით და ახლა მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

გთხოვთ, სასწრაფოდ მიიღოთ ზომები უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ უკანონოდ დაკავებული ჩემი ქმრის გასათავისუფლებლად.

ვიქტორ ვლადიმიროვიჩს არცერთი კანონი არ დაარღვია და არ დატოვა ქვეყანა.

ის ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინაში მშვიდობას, დიალოგსა და ჰარმონიას. ეჭვგარეშეა, რომ ჩემს ქმარს პოლიტიკური მიზეზების გამო დევნიან. მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ უნდა იყოს“, – განაცხადა მარჩენკომ და დასძინა, რომ მისი ქმრის დაკავება  “ტერორიზმის გამოვლინებად” მიაჩნია.

“ბატონო პრეზიდენტო, თქვენ არაერთხელ ამბობდით, რომ ჩემი ქვეყნის მეგობარი ხართ.

როგორც თურქეთში ამბობენ, კარგი მეგობარი შავ დღეებში იცნობა.

და ჩემს ოჯახთან, მეუღლესთან და ბავშვებთან ეს შავი დღე დადგა.

მე ძალიან მეშინია ჩემი ქმრის გამო. თქვენ ძალიან დიდ ავტორიტეტს ფლობთ, გამოიყენეთ თქვენი გავლენები, რომ ჩემი მეუღლე გათავისუფლდეს.“ – ამბობს მარჩენკო.

შეგახსენებთ, 27 თებერვალს ღალატში ეჭვმიტანილი სახალხო დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 12 აპრილის იგი უკრაინულმა მხარემ დააპატიმრა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა რუსულ მხარეს მისი ტყვეებში გაცვლა შესთავაზა.

ზელენსკი რუსეთს პუტინის შვილის ნათლიის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g