LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გარდაცვალების ისეთი მიზეზი ეწერა, თან ისე უგულოდ…“ – მარიკუნა მიქატაძის შვილი მიმართვას ავრცელებს

1532
2025-07-16_00-40-05_424739

მარიკუნა მიქატაძის შვილი, ირინა ქიქოძე მიმართვას ავრცელებს.

„არ მიფიქრია, რომ ოდესმე ამაზე ლაპარაკი მომიწევდა. დედაჩემი 2 წლის წინ გარდაიცვალა, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა და ამ ყველაფერს არ ვიცი, სოციალურ მედიაში რატომ უნდა განვიხილავდე…

ბევრი რამ მინახავს, კომენტარი არ გამიკეთებია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ რაღაც ვიდეო შემხვდა, სადაც გარდაცვალების მიზეზს კითხულობდნენ, ლოგიკურია, როცა ასეთი ვიდეო იდება, რამდენიმე კითხვა წამოიწევა. ამ ვიდეოს ქვეშ ეწერა გარდაცვალების ისეთი მიზეზი, რომელიც ჩემთვის … არ ვიცი… თან იმდენად უგულოდ და ამაზრზენად, თავი ვერ შევიკავე და კომენტარს თავად გავეცი პასუხი.

მინდა, გაითვალისწინოთ, სხვებზეც მოქმედებს ეს ყველაფერი, რასაც აკეთებთ… იფიქრეთ, სანამ რაღაცას დაწერთ“, – ისაუბრა ირინა ქიქოძემ.

ცნობისთვის, 2023 წლის 14 ივლისს, 39 წლის ასაკში, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა.

ფოტო: როგორ ემშვიდობება უმცროსი გია ფერაძე გარდაცვლილ დას, მარიკუნა მიქატაძეს

@irinaqiqodze

♬ original sound – Iri
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g