LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გარდაცვლილი მყავს მამა, ბავშვობის მეგობრებიც, მაგრამ მე დღეს მენატრება, კოტე თოლორდავა“ – მერაბ ჭიქაშვილი

328
Untitled design (3)

მსახიობი მერაბ ჭიქაშვილი გადაცემას „სხვა რაკურსი“ სტუმრობდა, სადაც მეგობარ კოტე თოლორდავაზე ისაუბრა.

„ჩემს გარდა, კოტეს დღემდე ჰყავს საოცარი მეგობრები, ოჯახის წევრები.. დედ-მამა სამწუხაროდ, მას აღარ დარჩა და ამ ოჯახის ტრაგედია სულ სხვაა..

მე გარდაცვლილი მყავს მამა, საკმაოდ ტრაგიკულ პირობებში მომიწია ამის ნახვა.. ასევე გარდაცვლილი მყავს ბავშვობის მეგობრები, მაგრამ, მე დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მენატრება კოტე თოლორდავა. მისი მონატრებით მე მენატრება საერთოდ რას ნიშნავდა ამ ოჯახში დედაშვილობა.

კოტე თოლორდავა პირველ გამოცდაზე გავიცანი. იმ წამსვე გავიგე, რომ თეატრალურის წინ ცხოვრობდა.. მისი გაცნობა ჩემთვის იყო მისი მეგობრების გაცნობაც“, – ამბობს მერაბ ჭიქაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g