სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და პარლამენტის წევრმა ლაშა ტალახაძემ 7 აგვისტოს მეუღლის, ანი დემურიას და უმცროსი ქალიშვილის, ნიცას დაბადების დღე აღნიშნა.
„გილოცავ, მიყვარხარ“, – დაწერა ლაშამ სოციალურ ქსელში და მეუღლესთან ერთად გადაღებული კადრები გამომწერებს გაუზიარა.
მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში გრანდიოზული დაბადების დღის კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ აღნიშნა ლაშა ტალახაძემ მეუღლისა და მათი უმცროსი შვილის დაბადების დღე.
შეგახსენებთ, ლაშა ტალახაძეს და ანი დემურიას სამი ქალიშვილი, მარიამი, ელენე და ნიცა ჰყავთ.