ფოტოგრაფი გიორგი ცაავა ბაღდათიდან ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ჩანს, როგორი ნახატი დაუტოვა კაფე „გლიცინიას“ კედელზე დუტა სხირტლაძის ქალიშვილმა, ნინიმ:
„ასეთი სიახლეებია ჩვენთან კაფე „გლიცინიაში“. ჩემი მეგობრების, მარინა ნაცვლიშვილისა და დუტა სხირტლაძის შვილმა უდიდესი საჩუქარი გაგვიკეთა, გაალამაზა და კიდევ უფრო ღირებული გახადა ჩვენი სივრცე.
უდიდესი მადლობა შენ, ზენიჭიერო და მაგარო გოგო, ნინი სხირტლაძე, შენი უმაგრესი ნაშრომი რომ დატოვე ჩვენთან… წინ, ბევრი წარმატებისკენ!..“