LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო – გიორგი გილიგაშვილი: „12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი…სულ მინდოდა მეთქვა, ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი”

32209
BeFunky-collage (16)

შაბათს გადაცემა „სთორის“ სტუმარი გიორგი გილიგაშვილი იქნება.

ამის შესახებ გადაცემის ანონსიდან ხდება ცნობილი.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი თემა, რაზეც გიორგი ისაუბრებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება.

„12 კვანძი ამოიღეს და 8 კვანძი აღმოჩნდა ავთვისებიანი…

არასოდეს მტოვებს ღმერთი, უნახავი…არ არსებობს ჩემთვის გადაულახავი…

მე სულ მინდოდა გამოვსულიყავი და მეთქვა, რომ ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი მისურვოთ.“ – აღნიშნა გიორგი გილიგაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი გილიგაშვილს მცირე ხნის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

მან თურქეთში ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა.

გიორგი გილიგაშვილი: „სულ ვვარჯიშობდი, ჩემი მომრევი თითქოს, არ მეგონა დედამიწაზე არავინ. უცებ ავთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები