LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გონჩარენკოს ემოციური გამოსვლა: მხარი დაუჭირეთ ქართველ ხალხს, მიეცით კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც

385
ing (12)

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე  დღეს უკრაინელი დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო სიტყვით გამოვიდა და მიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დეპუტატებს, რომ მხარი დაუჭირონ ასოცირებულ ტრიოს ევროპული საბჭოს შეკრებაზე.

გონჩარენკო მოუწოდებს ევროკავშირს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მისცენ.

„გთხოვთ მხარი დაუჭირეთ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე. გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ მოლდოვას კანდიდატობაზე.

დიახ, საქართველოში არის პრობლემები ახლა, მაგრამ გთხოვთ, არ დაუშავათ, რომ ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის ტყვედ იქცეს. ძვირფასო ძმებო, ჩვენ თქვენ მხარი უნდა დაგიჭიროთ.

ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მათაც და ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი უნდა იყოს ევროპაში, მიეცით კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც“, – განაცხადა გონჩარენკომ სიტყვით გამოსვლისას.

უკრაინელმა დეპუტატმა 28-30 ივნისს მადრიდში დაგეგმილ NATO-ს სამიტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახლა ერთიანობის დროა. ამიტომ, მან მოუწოდა თურქეთს, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის წევრობას. ასევე მოუწოდა ალიანსს, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოსაც.

„მე მივმართავ NATO-ს წევრ ყველა ქვეყანას – გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და მოგვეცით წევრობის სამოქმედო გეგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g