LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “გრიმს რომ ვიშორებ, ვფიქრობ, გავიკეთებ თუ არა კიდევ” – ნინო კასრაძე

232
BeFunky-collage - 2023-01-12T235742.309

მსახიობი ნინო კასრაძე გადაცემაში “შენი დილა”, საკუთარი პროფესიის თავისებურებებზე საუბრობს.

“შეყვარებული ნინო, არის ნინოს საუკეთესო ვერსია…ყველაზე ხისტი და მკაცრი ადამიანებიც კი, სიყვარულის დროს სრულიად იცვლებიან. უფრო პოზიტიურები არიან.  მსახიობების გარდა ალბათ ბევრი ვერ მიხვდება, რა ხდება მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ქრება და შენ ნამდვილად თამაშობ.

ვთვლი, რომ “ჩემი ცოლის დაქალებში” მაკა ანჯაფარიძის როლი, ბევრი რამის თქმის საშუალებას მაძლევდა, რასაც მე ვფიქრობ. ასეთი ბევრი როლი არ არის.

როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და გრიმს ვიკეთებდი, არც არაფერზე ვფიქრობდი. ახლა გრიმს რომ ვიშორებ, ვფიქრობ, გავიკეთებ თუ არა კიდევ, რამდენი სპექტაკლი მაქვს სათამაშო?!. სევდიანად არა, მაგრამ ახლა ამაზე სულ ვფიქრობ. შენს მერე კარგი სახელი უნდა დატოვო”, – საუბრობს ნინო კასრაძე.

ვიდეო: ნინო კასრაძე: „ახალგაზრდობისას კინორეჟისორებისთვის საინტერესო არ ვიყავი… მათთვის საინტერესო მერე გავხდი…“

ნინო კასრაძე: „ევროპაში ჩამოსულ ქართველებს ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის გზა ეხსნებათ, რომელსაც კარგად იყენებენ…“

ვიდეო: “სულ ვგრძნობდი, რომ, თითქოს, უნდა წავიდე თეატრიდან” – ნინო კასრაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები