LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო კასრაძე: „ევროპაში ჩამოსულ ქართველებს ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის გზა ეხსნებათ, რომელსაც კარგად იყენებენ…“

93
ნინო კასრაძე

O.K. Magazine Georgia-ს ნომრის მთავარი გმირი მსახიობი ნინო კასრაძეა.

მსახიობი იხსენებს, როგორ ცხოვრობდა პანდემიური ჩაკეტილობის პერიოდში ლიონში, საფრანგეთში წელიწადისა და შვიდი თვის განმავლობაში და როგორ დააკვირდა ევროპული სისტემის ფუნქციონირებას:

„ჩემი შვილი, როგორც კი ევროპაში ჩავა, იტყვის ხოლმე, ჩაირთო თვითგადარჩენის რეჟიმიო. მსიამოვნებს, ასე რომ ამბობს. მე ვხედავ, რომ როგორც კი ქართველების დიდი ნაწილი ამ დალაგებულ, სტრუქტუირებულ სამყაროში მოხვდება, ათიდან ცხრა მათგანი წარმატებას აღწევს. ქართველს ძალიან კარგად გამოსდის საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზება. არაერთი შემთხვევა მახსოვს – როცა ლიონში გაიგებდნენ, რომ ქართველი ვარ, მაშინვე სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებდნენ იქ მცხოვრებ და მომუშავე ქართველებს, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

ისეთი განცდა მაქვს, რომ ევროპაში ჩამოსულ ქართველებს ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის გზა ეხსნებათ, რომელსაც კარგად იყენებენ. ეს არის ჩვენი ევროპელობა. როგორც კი განათლებასთან, პროგრესულ სისტემასთან აქვს წვდომა ქართველს, დადებით თვისებებს, რესურსებს ბოლომდე ავლენს“.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

ნინო კასრაძის მორიგი აღმაფრთოვანებელი ფოტო და დეკოლტე, რომელსაც თვალს ვერ მოაშორებთ

ნინო კასრაძე: „ჩვენ ყველა ტყვენი ვართ ჩვენი შიშების, კომპლექსების, უვიცობის, ხშირად გაუნათლებლობის…“

“ქართველები ერთმანეთს ეჩხუბებიან რუსების გამო… სახელმწიფო უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას, რომ კომფორტი შეუქმნას პირველ რიგში თავის მოსახლეობას” – მსახიობი ნინო კასრაძე რუსების მასობრივ შემოსვლაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები