ათასობით ნახვა, მოწონება და უამრავი დადებითი შეფასება – პროექტ „რანინაში“ მართა ნოზაძის მიერ, „შავნაბადასთან“ ერთად შესრულებულმა სიმღერამ „ბატონებო“ მსმენელი აღაფრთოვანა.
„უნიჭიერესი, კულტურული მომღერალი, ღრმა და ნატიფი ხმით, აბსოლუტური სმენით 💫💛 გურულებსაც რომ გააკვირვებს, ისე შეასრულა დღეს 👏👌
მართა არის ყველა თაობის „რანინას“ გამორჩეული ხმა ❣️ და ფლეიტისტში რჩება მისი ყველა შესრულება 💛😍 ☺️💛“, „რა ძალიან ტკბილი ხმა აქვს და საოცარი შესრულება“, „ვაიმე ეს რა იყო?! შოკში ვარ, გული გამიჩერდა, სუნთქვა შეკრული გისმენდი საყვარელო ❤️ უსასწაულესი გოგო ხარ მართა 👏👏👏👏 გული არ გაიტეხო პატარა ანგელოზო ❤️❤️❤️ შენ კიდე ბევრჯერ იტყვი შენ სათქმელს 💞💞💞💞“, „ურთულესი სიმღერა რომელიც მოითხოვს საოცარ ხმას , საოცარ სმენას, სუნთქვაზე რომ აღარაფერი ვთქვა❤️❤️❤️ბრავო მართა“, „ბრავო მართა!საოცარი იყოო….. ნამდვილად გვამოგზაურე ბავშვობაში.მართა ანგელოზის ხმით😍“, – წერენ სოციალურ ქსელში.