გიორგი სუხიტაშვილი გვიზიარებს ამონარიდს თავისი შესრულებიდან გუნდთან ერთად. ვიდეოს უკვე მილიონამდე ნახვა დაუგროვდა სოციალურ ქსელში. მაყურებელი წერს, რომ სიმღერას „საქართველოს ცისათვის“ გიორგი შესანიშნავად ასრულებს:
„ამ სიმღერის ასე იდეალურად შესრულება, აი, ეს იდეალური სიტყვაც კი მეზედმეტება, რაღაცა არაამქვეყნიური მინდა დავწერო, საოცარია ეს ნამღერი, ეს გუნდი, რომელიც შენს უკან დგას თავისი ინსტრუმენტალით, თავისი კაპელით, საოცარია!!! უბრალოდ, მინდა გითხრა, რომ საოცარი ნამღერია და უდიდეს წარმატებას გისურვებ…“
„საოცარი შესრულება. დამიარა ძარღვებში გულამდე და მისწვდა სულს… საქართველოს გამორჩეული ხმა და ადამიანი ხარ…“
„ძალიან მაგარია, პირველი ხარ საქართველოში, ჩემი აზრი თუ ვინმეს აინტერესებს….“, წერს მსმენელი.
სიმღერის სრულად მოსმენა შეგიძლიათ „იუთუბზე“.
