იდიოტებო, მასხარა ეძახეთ, აშშ-ში ჩავიდა, როგორც ახალი ლეონიდე, დასავლეთის გმირი, დასავლეთის მცველი, – აღნიშნულის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას განაცხადა.
სანიკიძის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის საკმაოდ დიდი გავლენა აქვს.
“ამერიკაში ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი პატივი სცეს, თუმცა პირიქითაც მოხდა. აშშ-ის ადმინისტრაციას მომავალი წლის ბიუჯეტის გატანის პრობლემა ჰქონდა და ზელენსკიმ გაატანინა. აი, ასეთი გავლენა აქვს ამ კაცს. ეძახეთ მასხარა. რომის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული იმპერატორი ვესპასიანე ჯორებით ვაჭრობდა. იდიოტებო, ეძახეთ მასხარა და ჩავიდა როგორც ახალი ლეონიდე, დასავლეთის მცველი. ისრაელში იცით ხალხი ზელენსკის რას ეძახის, დავითის ლომს. ორი ხალხი დედამიწაზე, რუსები და ქართველები იცინიან”, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.
ამავე თემაზე:
მიხეილ სააკაშილს გუბაზ სანიკიძემ უღალატა – ზურაბ ჯაფარიძე
