LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა მანიაკებში კონკურსს ატარებდა და შეკრიბა ეს ხალხი… სააკაშვილი ამ მთავრობას ბოლოს მოუღებს: გუბაზ სანიკიძე

283
გუბაზ სანიკიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ „მიხეილ სააკაშვილი ამ მთავრობას ბოლოს მოუღებს“. მისივე განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილი ევროინტეგრაციის სიმბოლოა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი რუსეთის გვამში შეძრომის“.

„ესენი ავად არიან, ფსიქიკურად დაავადებული არიან. ესენი არიან მანიაკები. როგორც ჩანს, ბიძინა მანიაკებში კონკურსს ატარებდა და შეკრიბა ეს ხალხი. გეუბნებით, რომ მიხეილ სააკაშვილი იმსხვერპლებს ამ ხელისუფლებას. ის მოუღებს ბოლოს ამ მთავრობას. უკრაინა და საქართველო ერთმანეთზე გადაბმულია სწორედ მიხეილ სააკაშვილის პერსონის გამო, თორემ რა ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს და უკრაინას? ნებისმიერ სხვა ჩვენ მეზობელს უფრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან – მაგალითად თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს. ისტორიულ პროცესებს ქმნიან პიროვნებები და ყველა ისტორიულ მომენტს აქვს სახელები და გვარები, ისე არაფერი ხდება. დოკუმენტი გამოვიდა, სადაც ნათლად წერია, თუ სააკაშვილს არ გამოუშვებთ, როგორც საკუთარ ყურებს ვერ ხედავთ, ისე ვერ იხილავთ ევროპასო. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი არის ევროინტეგრაციის სიმბოლო, ბიძინა ივანიშვილი კი არის სიმბოლო რუსეთის გვამში შეძრომის“, – აღნიშნა სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრების შესახებაც ისაუბრა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი არის ასახული.

„ამით ზოგი გაახარეს და თქვეს – „ნახეთ, რა დღეში გვყავს მიშა, ნორმაზე არ არის, გიჟია“. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის კადრებს ინტენსიურად უგზავნიდნენ რუსებს. იქ რუსეთი გაახარეს, აქ თავისი ბნელები გაახარეს. ზვიადსაც გიჟს ეძახდნენ, სვიმონ მეფესაც გიჟს ეძახდნენ, დავით აღმაშენებელსაც გიჟს და ტყის მეფეს ეძახდნენ და დასცინოდნენ. მაცხოვარი რომ გალურსმნეს ჯვარზე, ზემოთ დააწერეს „იესო ნაზარეველი, მეფე იუდეისა“ და ისიც დაცინვა იყო. ქრისტიანები ვართ და ჩვენს მაცხოვარს დასცინოდნენ. პარალელებს კი არ ვავლებ, თუ ქრისტიანი ხარ, დაცინვა არ შეიძლება. ღლიცინებდნენ, ამბობდნენ რომ გიჟია და ვინც ამაზე გაიცინა, ის ქრისტიანი არ არის – ამაზე ვსაუბრობ და სააკაშვილს და მაცხოვარს არ ვადარებ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g