მომღერალი გიორგი ძოწენიძე „ნოე სულაბერიძის“ გადაცემას სტუმრობს, სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე საუბრობს.
„მე და ჩემმა მეუღლემ სოციალურ ქსელში გავიცანით ერთმანეთი. ჩვენს საერთო მეგობართან დავინახე და ძალიან მომეწონა. რა დამემართა იცი? რომ შეხვდები პაემანზე და არ იცი რა უნდა უთხრა, იმდენად იბნევი… ასეთი რაღაც დამემართა მიასთან.
ჩვენი ისტორია ძალიან სწრაფად განვითარდა. გაცნობიდან დაახლოებით ერთ თვეში შევხვდით, შემდეგ დაიწყო პანდემია. ვერსად ვერ დავდიოდით, რესტორნები დაკეტილი იყო, გარეთ სეირნობაც არ იყო მიზანშეწონილი და სულ ერთად ვიყავით ან მასთან ეზოში, ან ჩემთან. ხან ვსეირნობდით. 7 თუ 8 თვის განმავლობაში ყოველდღე ვნახულობდით ერთმანეთს და ერთად ვატარებდით მთელ დღეს.
ძალიან ეჭვიანი ვარ… არასდროს საბაბს არ მაძლევს მაგრამ შემიძლია უსაბაბოდაც ვიეჭვიანო. მაგრამ იმდენად ჭკვიანურად იქცევა ჩემი მეუღლე და იცნობს ჩემს ხასიათს, რომ არასდროს არ მაეჭვიანებს“, – ამბობს გიორგი ძოწენიძე.
