მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი გადაცემას „სთორი“ სტუმრობდა, სადაც მეუღლის ოთო მაისურაძის გაცნობის და ამჟამინდელი თანაცხოვრების შესახებ ისაუბრა.
„მე ვთვლი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ. არამარტო იმიტომ, რომ უფალმა მარგუნა იღბალი და ხმა მომცა, შრომისუნარიანობა და რაღაც ჭკუა.. ყოველთვის მყავდა გვერდში ადამიანები და ძალიან გამიმართლა ამაში და ყველა ნაბიჯზე ჩემი ცხოვრების, მე შემხვდა ადამიანი, რომელიც დამიდგა გვერდში. და ბოლოს კი უკვე შემხვდა ჩემი მეუღლე, რომელიც ყველანაირად, თავის თავს გადადებს ბოლომდე და დამიდგება გვერდში.
ძალიან სასაცილოდ გავიცანით ერთმანეთი – Facebook-ზე. ოთო ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო. მისი დედა და მამა მუსიკის დიდი მოყვარულები არიან, უსაყვარლესები და უთბილესები, რომლებიც უყურებდნენ ხოლმე „კარმენის“ ჩანაწერს და ოთოს ეძახიან თურმე, მოდი, მოდი ჩვენი რაჭველი გოგო უნდა განახოთო. დააინტერესეს ოთო „კარმენით“ და ამ დროს ჩემი დედამთილი იძახდა თურმე, „რა კარგი გოგოა, ნეტა ჩემს ოთოს ასეთი გოგო მისცაო“ და ამ ოთომ პირდაპირ ის მოიყვანა, ვინც ეკრანზე დაინახა.
დამიმატა Instagram-ზე და 1 წელი არ გვქონია კომუნიკაცია. ერთხელაც, ერთ-ერთი „ლაივ“ ვიდეოს დროს, ჩემს ოფიციალურ გვერდზე მომდის შეტყობინება: „მე თქვენ ძალიან მომწონხართ და ძალიან გამიხარდებოდა თქვენი გაცნობა“. პასუხი პირადი გვერდიდან დავუბრუნე და ამან არ დაიჯერა, რომ მე ვიყავი და მადლობა, რომ მიპასუხეთ, მაგრამ კარგად ბრძანდებოდეთო. ვეუბნები არა, მე ვარ მეთქი და კარგი, თუ შენ ხარ დაწერე ჩემი სახელი და გადაიღე ფოტოო, ასე გავაკეთე.. ამით დაიწყო ის, რომ შემდეგ 24 საათიან რეჟიმში გვქონდა კომუნიკაცია.
თბილისში რომ ჩამოვედი, მეორე დღესვე შევხვდით ერთმანეთს. პარლამენტთან გადავწყვიტე შეხვედრა და რომ მივუახლოვდი პარლამენტს, უკნიდან ვიღაც მოვიდა და ამაფარა სახეზე ხელები და მერე დამენახა, რომ ოთო იყო. გავიცანით ერთმანეთი, ძალიან ბევრი ვისეირნეთ. იმწუთასვე მივხვდი, რომ ის ადამიანი იყო“, – ამბობს ანიტა რაჭველიშვილი.
ანიტა რაჭველიშვილის “სთორი” ❤️
Posted by სთორი/Story on Saturday, December 2, 2023