LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ირმა სოხაძე: „ახალგაზრდებზე სულ იმას ვამბობდით, არ იციან, რა ხდებაო და თურმე თქვენ გცოდნიათ და ჩვენ არა… თქვენ გენაცვალეთ!..“

335
ირმა სოხაძე

ირმა სოხაძე „ტვ პირველზე“ ახალგაზრდობის შესახებ საუბრობს:

„მართლა რა ახალგაზრდობა გვყოლია, წარმოდგენა არ მქონდა. სულ ვამბობდით, პირსინგიანი, ტატუიანი, არ იციან რა ხდება, სად არიან… თქვენ გენაცვალეთ… თქვენ გცოდნიათ, თუ გცოდნიათ, თორემ ჩვენ რა ვიცოდით… დიდი მადლობა, იდექით მაგრად, იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენთან ვართ!..“

თემო რცხილაძის მიმართვა: „უფალმა იმიტომ არ მოგიყვანა აქამდე რომ ვიღაც კერპთაყვანისმცემლების მონურ სურვილებს გადააყოლოს ჩვენი ქვეყანა… მონობაში დაბადებული თაობა ვერასოდეს ვერ ააშენებს ნათელ მომავალს, ის ყოველთვის მონა დარჩება!“

ოთო ნემსაძე: „საქართველოს ევროპული გზიდან გადაყვანა თუნდაც ერთი წამითაც კი არის ქვეყნის ღალატი! ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ გვაქვს ეს ყველაფერი ნანახი“

ზურა კობეშავიძის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს: „ამის ყურება აუტანელია უკვე. თქვენ გაგაჩნიათ ავტორიტეტი, ძალა, რესურსი და ძალიან გთხოვთ, უმორჩილესად, დანიშნოთ ხელახალი არჩევნები…“

„ერის გახლეჩა არ არის ღირსეული საქციელი…შეასრულეთ ის დანაპირები, რის გამოც ქვეყნის უმრავლესობამ გაჩუქათ ყველაზე ძვირფასი, ნდობა!“ – ნატალია ქუთათელაძის მიმართვა მთავრობას

„ჩემი დაბადების დღე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ყოველ წელს პატარა ბავშვივით ველოდები, გავაუქმე.. პირველად, 25 წლის განმავლობაში არ მაქვს არანაირი სურვილი ჩემი დაბადების დღის“ – ნუცა თოფურია

ვიდეო: „ჩემი მოტივაცია არის ჩემი შვილების მომავალი, რომელიც მინდა ევროპული იყოს“ – გვანცა დარასელია აქციაზე იმყოფება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g