იუტას შტატში ვიდეოზე მოხვდა ვერტმფრენით ირმების გადაადგილების პროცესი.
კადრებზე ჩანს, როგორ აჰყავს ცაში ვერტმფრენს სამი ცხოველი სპეციალური სამაგრის მეშვეობით. ამის შემდეგ ბიოლოგებს ისინი სხვა ადგილზე ჩაჰყავთ, სადაც ისინი შეძლებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას.
იუტას შტატის ველური ბუნების რესურსების განყოფილება ყოველთვის ასე აკეთებს. სპეციალისტები სწავლობენ ირმების მიგრაციას GPS მეშვეობით. ყველა მანიპულაციის შემდეგ ცხოველებს ველურ ბუნებაში აბრუნებენ.
როგორც განყოფილებაში აღნიშნავენ, ვერტმფრენი ირმების ტრანსპორტირების ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა. ფრენის დროს ცხოველებს თვალს უხვევენ, რათა მათ სტრესი არ განიცადონ.