მომღერალმა ირუ ხეჩანოვმა „ევროვიზია 2023-ზე” საქართველოს მე-11 ნომრად წარადგინა. მეორე ნახევარფინალური კონცერტი ამ წუთებში ლივერპულში მიმდინარეობს.
ირუმ ნახევარფინალში სიმღერა Echo შეასრულა, რომლის ავტორი გიგა კუხიანიძეა. ტექსტი კი თავად ირუს და ბენი ქადაგიძეს ეკუთვნით. სიმღერის ვიდეორგოლი ზაზა ორაშვილმა გადაიღო. ქორეოგრაფიაზე – გიორგი ტორიაშვილმა, მხატვრობაზე – შაკო პოპიაშვილმა, ხოლო კოსტიუმებზე მარიკა ქურდუბაძემ იმუშავეს.
ირუ ხეჩანოვმა ევროვიზიის საგზური მუსიკალურ კონკურს Voice-ში გამარჯვებით მოიპოვა. მომღერალი ჯგუფ “ქენდის” ყოფილი წევრია, რომელმაც 2011 წელს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს გამარჯვება მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ ირუს მხარდაჭერა სჭირდება, რადგან სწორედ ხმების რაოდენობით გაირკვევა ვინ მოხვდება ფინალში, რომელიც 13 მაისს გაიმართება.
ხმის მიცემა იმ ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს შეუძლიათ, რომლებიც დღევანდელ ტურში მონაწილეობენ.