LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ისეთი დეპრესია მქონდა, არავინ და არაფერი მინდოდა…“ – რას ჰყვება დათო კენჭიაშვილი ორწლიან მძიმე პერიოდსა და დედის გარდაცვალებაზე

611
2025-01-15_23-52-35_639209

დათო კენჭიაშვილი გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარია, რომლის ეთერშიც დედის გარდაცვალებაზე ისაუბრა.

მომღერლის თქმით, ამ ტრაგედიამ მძიმე დეპრესიაში ჩააგდო და ორი წელი ვერავისთან კონტაქტობდა.

„დედა სრულიად ჯანმრთელი იყო. ბოლოს რაღაც დიაგნოზი დაუსვეს, იყო საოპერაციო და დაგეგმვიდან სამი დღე კლინიკაში გაატარა, შემდეგ გამიფრინდა ცაში. ვიყავი ამის შემსწრე, როცა დიაგნოზი აუმოქმედდა.

პირველ სართულზე იყო, მე მეორეზე, ავდექი რატომღაც, გადავიხედე და დედა მიწაზე იჯდა, ხელში ავიყვანე, სასწრაფო გამოვიძახე. გარდაცვალების შემდეგ არაფერი, არავინ არ მინდოდა, ორი წელი ხმა არ ამომიღია, ვერავისთან ვკონტაქტობდი“, – ამბობს დათო კენჭიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g