ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელიც ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროს, ჯამბულატ (ჯაბა) ხოფერიას გაცნობის ამბავს იხსენებს.
როგორც ნიკა წერს, ჯაბა პირველად 10 წლის წინ “ნიჭიერში” გაიცნო.
შეგახსენებთ, რომ 5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში 3 დეკემბერს დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.
ცნობილია, რომ შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ომში ახლა ყველაზე ცხელი წერტილია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. პუტინის ომს უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
ამავე თემაზე:
VIDEO: „აქედან სოხუმში წავალთ“ – მირო ვანაძე უკრაინაში დაღუპულ ჯამბულათ ხოფერიას ვიდეოს აქვეყნებს
„არავინ არ მომწეროთ ომში ჩამოსვლა გვინდაო…“ – რას წერს ვანო ნადირაძე