ჯენიფერ ლოპესის ბიოგრაფიული ფილმი, სახელწოდებით: „დიდი სიყვარულის ისტორია, რომლის შესახებ არასდროს უსაუბრიათ“ უკვე გამოვიდა. სწორედ ამ ფილმში გაჟღერდა არაერთი საინტერესო და აქამდე უცნობი დეტალი „ბენიფერის“ მართლაც რომ ექსტრაორდინარული სასიყვარულო კავშირის შესახებ.
ამჯერად ვრცელდება ვიდეო, რომელშიც 54 წლის არტისტი ემოციებს ვერ აკონტროლებს და გულამოსკვნილი ტირის.
ის აცხადებს, რომ ერთ-ერთმა ყოფილმა პარტნიორმა მასზე ფიზიკურად იძალადა და მას ხელი დაარტყა.
„ჩემთვის დაურტყამთ, უპატივცემულოდ და უხეშადაც მომქცევიან. კიდევ არაერთი უსიამოვნო რამ მახსენდება…ჩემს ცხოვრებაში ბევრი ადამიანი ყოფილა ისეთი, ვისაც უთქვამს, რომ ვუყვარდი, შემდეგ კი ამ სიტყვისთვის საპირისპირო რამ გაუკეთებია. ფსკერზე უნდა დაეშვა და მტკივნეულ სიტუაციებში მოხვდე, რომ საბოლოოდ თქვა – ეს აღარ მინდა“ – იხსენებს ჯეი ლო.
თუ ვინ იგულისხმა არტისტმა მოძალადე პარტნიორში, ჯერჯერობით უცნობია.
ჯენიფერ ლოპესი ამბობს, რომ მას 20 წელი დასჭირდა, რათა გაეგო, ბენ აფლეკი უყვარდა თუ არა