დღეს გავრცელდა ცნობა, რომ ბადრი ესებუა ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივი ომიანე ჯიქიას სახლში დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ სახლში აფარებდა თავს 2 წლის განმავლობაში ძებნილი ბადრი ესებუა.
არსებული ინფორმაციით, 80 წლის პენსიონერი ახლა პოლიციაშია გადაყვანილი. სამმართველოში იმყოფებიან მისი ხანდაზმული მეუღლე და შვილებიც.
აღსანიშნავია, რომ იმ საძინებელ ოთახს, სადაც ესებუა ცხოვრობდა, აქვს კარი, რომელიც პირდაპირ გადის გარე ტერიტორიაზე, საიდანაც კარგად ჩანს ტყეც.
ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ დღეს დილით დაადასტურა. ბადრი ესებუას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამავე თემაზე:
მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, დაკავებული ბადრი ესებუა ჩანს
ადვოკატის ცნობით, ბადრი ესებუა ქუთაისში მდებარე საპატიმროში გადაიყვანეს
„ყველაზე მაგრად მინდა, რომ დავაკავოთ” – შს მინისტრი ბადრი ესებუაზე