LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კაი, კოკო, სირცხვილია“ – ბასა ფოცხიშვილი მეუღლეს კომპლიმენტის თქმას არ აცდის

223
ბასა ფოცხიშვილი

ბასა ფოცხიშვილთან და მის მეორე ნახევართან, კოკო კაპანაძესთან ინტერვიუ ნინია ზვიადაძემ ჩაწერა.

ინტერვიუს თან ბევრი სახალისო ეპიზოდი ახლდა.

„საყვარელ ადამიანზე ცოტა მიჭირს საუბარი. რადგან ჩემთვის საყვარელი ადამიანია, სუბიექტური ვიქნები. ერთს ვიტყოდი, უდავოდ ნიჭიერია…“, ამბობს კოკო კაპანაძე მეუღლის, ბასა ფოცხიშვილის შესახებ, თუმცა ბასამ ეს კომპლიმენტი ბოლომდე არ ათქმევინა. წყვილის აზრით, საყვარელ ადამიანზე საჯაროდ საუბარი უხერხულია. „როგორ შეიძლება ორმა ადამიანმა, რომელთაც ერთმანეთი უყვართ, ისაუბრონ, როგორ უყვართ ერთმანეთი. სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ ვერ აღწერ, მაშინ დიდი მწერალი უნდა იყო“, დასძენს ბასა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g