ნათია თოდუა საქართველოში იმყოფება. როგორც მომღერლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოდან ვიგებთ, ის შვილთან ერთად ჩამოვიდა.
„კეთილი იყოს შენი საქართველოში მობრძანება ჰუგო”, – წერს ნათია თოდუა.
შეგახსენებთ, მომღერალი გასული წლის შემოდგომაზე დაოჯახდა. მისი რჩეული დავით ზურაბაშვილია. წყვილმა ჯვარი ბოდბეში დაიწერა. საღამოს არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.
ნათია თოდუას და მის მეუღლეს ცოტა ხნის წინ ბიჭი შეეძინათ, რომელსაც სახელად ჰუგო დაარქვეს.
ვიდეო: ნათია თოდუამ ქორწილში მეუღლესთან ერთად იმღერა – ულამაზესი კადრები