LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კევინი სახლში ბრუნდება – კიდევ ერთი საშობაო რეკლამა ცნობილი კომპანიისგან

147
0-Aldi-UK-Christmas-2020-Launch-2

სხვა ცნობილ კომპანიებთან ერთად, საახალწლო სამზადისი და სადღესასწაულო განწყობის შექმნა მილიონობით ადამიანისთვის, უკვე დაიწყო ALDI-იმაც. კომპანიამ საკუთარი საშობაო ვიდეორგოლი youtube.com-ზე 5 ნოემბერს ატვირთა და უკვე 6 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და უამრავი მოწონება დაიმსახურა.

„კევინი სახლში ბრუნდება!“- ეს არის ALDI-ის საახალწლო რეკლამის მთავარი აზრი. უკვე რამდენიმე წელია, რაც სტაფილო კევინი კომპანია ALDI-ის საახალწლო კამპანიის უცვლელი პერსონაჟია. მიზანსწრაფულმა სტაფილომ თავი სახალისო თავგადასავლებით დაგვამახსოვრა. ამჯერად, მას სახლისაკენ მიეჩქარება, სადაც ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს.

ALDI-ის საშობაო კამპანიაზე სააგენტო McCann-მა იმუშავა.

ცნობისთვის, ALDI გერმანული სუპერმარკეტების ქსელია. თეო და კარლ ალბრეხტები Aldi-ს დამფუძნებლები არიან. დიდი კომპანია ორად არის დანაწილებული, Aldi Nord და Aldi Sud. Aldi-ს დაახლოებით 10,000-ზე მეტი მაღაზია აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g