“ჯორჯიან თაიმსის” პირდაპირ ეთერში ხელჩართული ჩხუბი გაიმართა.
ერთმანეთს პარტიის “სტრატეგია აღმაშენებელი” წევრი ლაშა დიაროვი და ექსპერტი ირაკლი ლატარია დაუპირისპირდნენ.
გადაცემის მიმდინარეობის დროს, ლატარიასა და დიაროვს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც მოულოდნელად ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
კადრებს “ჯორჯიან თაიმსი” ავრცელებს.