LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ხელი დღემდე არ გაგვიწერია…ჩემი შვილის მამაა და მადლიერი ვარ“ – რას ჰყვება გია სურამელაშვილის ყოფილი მეუღლე

9884
2026-03-26_23-36-04_903632

მომღერალ გია სურამელაშვილის ყოფილი მეუღლე, მაია სურამელაშვილ-კვესელავა „უეჭველი ქართველიას“ გადაცემის ობიექტივში მოხვდა.

როგორც ინტერვიუში ემიგრანტი ქალი საუბრობს, განვლილ ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ უყვარს და ყოფილ მეუღლეზე არაფრის თქმა სურს.

„არ მიყვარს მედიასთან ჩემს ოჯახზე საუბარი. ერთხელ საქართველოში ერთ-ერთი ინტერნეტმედიის წარმომადგენელმა მოტყუებით ჩამწერა. დიდხანს მსდია, თუმცა მაინც ვერაფერი მათქმევინა.

რატომ უნდა გამოვფინო საჯაროდ ჩემი განვლილი ცხოვრება. რატომ უნდა ვილაპარაკო ჩემს ყოფილ მეუღლეზე კარგი ან ცუდი. საერთოდ არ ვეხები. ის არის ჩემი შვილის მამა და მე მადლიერი ვარ, რომ მყავს არაჩვეულებრივი შვილი.

ხელი დღემდე არ გაგვიწერია. ამას რომ იგებენ, ვერ იჯერებენ. რაღაცნაირად ასე მოხდა, დარჩა და დარჩა, არ გავაწერეთ ხელი. გვარიც დღემდე მაქვს“, – საუბრობს მაია სურამელაშვილ-კვესელავა.

ვრცლად იხილეთ ინტერვიუ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g