კიანუ რივზმა პირველად მიიღო მონაწილეობა პროფესიონალურ ავტორბოლაში. ჰოლივუდის ვარსკვლავი Toyota GR Cup-ის თასზე გამოვიდა.
60 წლის მსახიობი Toyota GR86-ის საჭესთან იყო მოკალათებული და კვალიფიკაცია 31-ე ადგილზე დაასრულა. აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში რბოლას 35 მონაწილე ჰყავდა.
რბოლის დროს რივზი 21-ე ადგილზე ასპარეზობდა, თუმცა რაღაც მომენტში საჭის მართვა დაკარგა და ტრასიდან გადავიდა. შედეგად რბოლა გამარჯვების გარეშე დაასრულა.